გვასალია: მამუკა ბახტაძემ "შემაფერხებელში" სასტარტო კაპიტალი იგულისხმა და არა მთლიანი ეკონომიკა

გვასალია: მამუკა ბახტაძემ "შემაფერხებელში" სასტარტო კაპიტალი იგულისხმა და არა მთლიანი ეკონომიკა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია, ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის საბანკო სექტორის შესახებ გაკეთებული განცხადებაზე „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" საუბრობს.

როგორც ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, ფინანსთა მინისტრი, თავის განცხადებაში, არა მთლიან ეკონომიკას, არამედ მხოლოდ სასტარტო კაპიტალს მოიაზრებდა.

"ფინანსთა მინისტრთან გახლდით, საბანკო სექტორთან ზუსტად ამ პროექტზე იყო საუბარი და მინდა გითხრათ, რომ იქ მთლიან ეკონომიკაზე ნამდვილად არ უგულისხმია ფინანსთა მინისტრს როდესაც თქვა შემაფერხებელი. მან იგულისხმა სასტარტო კაპიტალი, ანუ სტარტაპები. მცირე მეწარმეები იგულისხმა და მინდა გითხრათ, რომ სადღაც 60 მილიონამდე კი არის დაფინანსებული საბანკო სექტორის მხრიდან, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ნამდვილად არ აქვს ეს ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ ეს მაღალრისკიანია და არცერთ ქვეყანაში სტარტაპები არ ფინანსდება საბანკო სექტორის მხრიდან, თუ არ არის სახელწიფო პროგრამები  ჩართული. ყველგან სახელწიფო განაკვეთზე დაბალი პროცენტი უნდა იყოს, რომ მათ შეძლონ თავისი ბიზნესის წამოწყება. სწორედ ეს ხდება სახელწიფო პროგრამების მეშვეობით და ზუსტად ამ პროგრამაზე იყო საუბარი", - განაცხადა გვასალიამ.

რაზეც წამყვანმა აღნიშნა: "ფინანსთა მინისტრის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთები არ აძლევს მეწარმეს საქმიანობის დაწყების საშუალებას საქართველოში"

"მაგას ვიძახი მეც, რომ საბაზრო განაკვეთზე დაბალი უნდა იყოს და საბაზრო განაკვეთზე დაბალი პროცენტით როგორც დააფინანსებს ბანკი სტარტაპებს. იმიტომ არის რთული", - განაცხადა გვასალიამ. 

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: "საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

3 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126