საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა და 96-ე ადგილზეა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა და 96-ე ადგილზეა

ფიფამ მსოფლიო ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა და 362 ქულით 96-ე ადგილზეა.

მსოფლიო რეიტინგში დაწინაურების მიზეზი ჩვენი ნაკრების ბოლო 2 გამარჯვებაა - ლიტვასთან - 4:0 და ესტონეთთან - 2:0. 

მომდევნო 2 შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ავსტრიში, მალტის წინააღმდეგ და ლუქსემბურგში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. თამაშები 1 და 5 ივნისს არის დაგეგმილი.

მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში გერმანიის, ბრაზილიის და ბელგიის ნაკრებებია. ჩვენს გუნდს ფარერის კუნძულების და ესტონეთის ნაკრებები უსწრებენ, უკან კი ინდოეთის, სომხეთის და ისრაელის ნაკრებები მოსდევენ.

"დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა" - ქართული კლუბების შანსი ევროპის ლიგაზე

"დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა" - ქართული კლუბების შანსი ევროპის ლიგაზე

6 საათის წინ

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მცირე შანსი "სამტრედიას" აქვს, რომელმაც პირველი დაპირისპირება "ტობოლთან" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო.  განმეორებითი შეხვედრა, კოსტანაის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126