"საქართველოს ბანკის" შვილობილმა BNB-მ EBRD–თან ხელშეკრულება გააფორმა

"საქართველოს ბანკის" შვილობილმა BNB-მ EBRD–თან ხელშეკრულება გააფორმა

„საქართველოს ბანკის“ შვილობილმა „ბელარუსის სახალხო ბანკმა“ (BNB) რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან (EBRD) ხელშეკრულება გააფორმა. „ბელარუსის სახალხო ბანკი“ პირველია ბელარუსის ბანკებს შორის, რომელიც EBRD–თან ერთობლივ ფინანსურ პროგრამაში მონაწილეობს.

შედეგად, ბელარუსი შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომლებიც „რისკების განაწილების პროგრამაში“ (RSF) მონაწილეობენ. ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც „ბელარუსის სახალხო ბანკს“ საშუალებას მისცემს გაზარდოს საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლთათვის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან სისტემა საშუალებას იძლევა გადანაწილდეს რისკები და EBRD–თან ერთად მოხდეს კლიენტების თანადაკრედიტება.

აღნიშნული პროექტის თანახმად, EBRD მზადაა დააფინანსოს და თავის თავზე აიღოს იმ კლიენტების რისკების 50%, რომელთაც „ბელარუსის სახალხო ბანკი“ მინიმუმ 10 წლიან კრედიტს მისცემს. EBRD–ის თანამონაწილეობა მაქსიმუმ 10 მლნ დოლარით განისაზღვრება. დაკრედიტების პირობებს ბელარუსის სახალხო ბანკი ევროპულ ბანკთან შეათანხმებს. კრედიტები გაიცემა ევროსა და დოლარში.

„მაღალ შეფასებას ვაძლევ EBRD-თან თანამშრომლობას, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს საბანკო სექტორს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. EBRD–თან თანამშრომლობით მოვახდინოთ ჩვენი რესურსების დივერსიფიცირება, რაც თავის მხრივ წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანაში განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი,“ – განმარტავს „ბელარუსის სახალხო ბანკის“ დირექტორი კონსტანტინე წერეთელი.

„ბელარუსის სახალხო ბანკისა“ და EBRD-ის თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. ბანკს დაუგროვდა EBRD–თან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება, მონაწილეობდა სხვადასხვა ფინანსურ პროექტებში, ისეთები როგორიც არის მცირე და საშუალო სესხების დაკრედიტება. RSF პროგრამაში მონაწილეობა ბანკს საშუალებას მისცემს აითვისოს ახალი საბანკო მეთოდოლოგია და ნოუ–ჰაუ, რაც ბიზნესის დაკრედიტების ეფექტიანობას“, – განაცხადა EBRD–ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფრანსის დელემ.

„ბელარუსის სახალხო ბანკი“ 1992 წელს დაარსდა. სათაო ოფისი მდებარეობს მინსკში. ბანკს ფილიალები გააჩნია ბელარუსის კიდევ 4 ქალაქში. ბანკის აქციონერებია „საქარტველოს ბანკი“, რომელიც ბანკის აქციათა 79,99%–ს ფლობს და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც აქციების 19,99%–ის მფლობელია.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

4 საათის წინ

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080