მაია ცქიტიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

მაია ცქიტიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კონტარაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“-ში შეხვდა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და 42 კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მინისტრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, შეაფასეს კონტრაქტების პირობები და კრიტერიუმები. განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური საკითხები და იმსჯელეს, სრულდება თუ არა სამუშაოები ხარისხიანად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. 

 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072