კობახიძე: NDI-ის თბილისის ოფისისთვის საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა

კობახიძე: NDI-ის თბილისის ოფისისთვის საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანგარიშის ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციურობით. კობახიძე მიიჩნევს, რომ NDI-ის თბილისის ოფისისთვის საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა.

"ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ;
არსებობს ე.წ. ლიბერალური,უფრო სწორად ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა ენდიაის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა;

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არავითარი საერთო არა აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება და უფრო მეტიც, ვიტყოდი, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადდა სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც ასევე უპირისპიერდებიან შესაბამის ღირებულებბეს აშშ-ი",-აცხადებს კობახიძე.

Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, "ქართულ ოცნებაზე" კონტროლს ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს, მისი კომპანიის თანამშრომლები კი უმაღლეს თანამდებობებზე არიან. ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიის დამოუკიდებლობის ინდექსი 0,25 ქულით შემცირდა.

დავით ზალკალიანმა ევროკომისიის  წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

17 წუთის წინ

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040