ჯანლუიჯი ბუფონი: იმედი მაქვს, "რომა" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

ჯანლუიჯი ბუფონი: იმედი მაქვს, "რომა" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, მადრიდის "რეალთან" დასრულებული მატჩის შემდეგ Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "რეალთან" სამატჩო ბატალიებსა და "რომაზე" ისაუბრა. იტალიელი კიპერი იმედოვნებს, რომ "რომა" ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს. 

"აღტაცებული ვიყავი იტალიური ფეხბურთით. ჩვენ ჩვენი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. მინდა მივულოცო რომას და რომას მოთამაშეებს, რადგან მათ მე აღმაფრთოვანეს და ამაყად წარმოადგინეს იტალიაც და ჩვენც. მინდა მათ წარმატებები და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვუსურვო. იმედია, ეს იქნება რაღაც ახალი, მაგრამ იტალიური ფეხბურთის განვითარებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბუფონმა. 

"რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე სენსაცია მოახდინა და "ბარსელონა" გათამაშებას გამოთიშა.

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა, ხვალ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

5 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072