"სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანელ და იტალიელ ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანელ და იტალიელ ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

The Associated Press-ის ჟურნალისტის, რობ ჰარისის ინფორმაციით, "რეალისა" და "იუვენტუსის" მატჩის დასრულების შემდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუს" პრეს-ზონაში ესპანელ და იტალიელ ჟურნალისტებს შორის შეტაკება მოხდა, რის გამოც, ყველა ჟურნალისტი პრეს-ზონიდან გააძევეს.

ამის შესახებ ჟურნალისტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" "იუვენტუსის" კარში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე დანიშნული პენალტით, რომლის რეალიზებაც რონალდომ მოახდინა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

აღნიშნული შეხვედრა ტურინელებმა 1:3 მოიგეს.

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა, ხვალ, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. 

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

4 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072