კალაურში მოკლულის დედა: სამმა ნიღბიანმა ჩემი შვილი მოკლა და 20 ათას ლარამდე წაიღო

კალაურში მოკლულის დედა: სამმა ნიღბიანმა ჩემი შვილი მოკლა და 20 ათას ლარამდე წაიღო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 55 წლის ლადო ქევხიშვილის დედის განცხადებით, ყაჩაღური თავდასხმა მოხდა მის ოჯახზე. მისივე ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა პირმა სახლიდან 20 000 ლარამდე თანხა წაიღო.

"შუაღამისას შემოვიდა სამი ნიღბიანი სახლში,მე ცალკე ოთახში მეძინა, პირზე ხელი ამაფარეს და მარანში დამამწყვდიეს. ჩემი შვილი ტრაქტორისტი იყო და ტრაქტორის საყიდლად დიდხანს აგროვებდა ფულს. იცოდნენ ყაჩაღებმა თანხა რომ გვქონდა სახლში, მოკლეს ჩემი შვილი და 20 000 ლარამდე წაიღეს. ამ ფულით ლადოს ტრაქტორი უნდა ეყიდა. შორი გზიდან არავინ მოვიდოდა, ჩემი ვარაუდით ეს საშინელება ადგილობრივებმა ჩაიდინეს", - აცხადებს გარდაცვლილის დედა, მანია ქევხიშვილი.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე სახლიდან თანხის წაღების ფაქტს არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ხოლო დამნაშავეთა დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ხმაურის გამზომი მოწყობილობა მაღალმთიან აჭარაში არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს

ხმაურის გამზომი მოწყობილობა მაღალმთიან აჭარაში არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს

1 საათის წინ

შეგახსენებთ რომ, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ. მიღებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040