"ბალტიის ქვეყნების გარდა, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა"

"ბალტიის ქვეყნების გარდა, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა"

Freedom House-ის ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს ძლიერი ანტიკორუფციული კანონმდებლობა აქვს, თუმცა როგორც წინა წლებში, კანონის აღსრულება 2017 წელსაც პრობლემური იყო ხოლმე, რისი გამომწვევი მიზეზიც, ანგარიშის თანახმად, უმეტესად სასამართლოს, ასევე პროკურორის ოფისის და კანონის აღსრულების სააგენტოებში დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ნაკლებობის გამო.

მიუხედავად ამისა, Freedom House აღნიშნავს, რომ ბალტიის ქვეყნების გარდა, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

თუმცა, ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირებულია. ანგარიშში ახსენებენ NDI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც, კორუფციის წინააღდეგ მთავრობის ბრძოლის მიმართ ნდობა, 2015 წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას ხშირად კორუფციის სხვადასხვა ფორმებში, მათ შორის ნეპოტიზმსა და ფავორიტიზმში ადანაშაულებენ:

"ნეპოტიზმის ინდივიდუალური შემთხვევები არ აფერმკრთალებს საქართველოს საერთო ჯამში პოზიტიურ იმიჯს, როგორც ანტიკორუფციული წარმატების ისტორიას".

პრეზიდენტი: ვუსამძიმრებ  მეშახტეების ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში

პრეზიდენტი: ვუსამძიმრებ მეშახტეების ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში

25 წუთის წინ

"უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040