შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა

შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა

ამის შესახებ საქართველო პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„მინდა სხდომა დავიწყო მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის წარდგენით, რომელსაც ყველა იცნობთ. ეს გახლავთ შალვა თადუმაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას და ძალიან კარგად უძღვებოდა ამ მოვალეობას, მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება მოხდეს აბსოლუტურად სწორად. 

აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ შალვამ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ მნიშვნელოვან მოვალეობას. გამოჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო მთავრობის ძალიან საიმედო დასაყრდენი და არის დღესაც.
მინდა შალვას ვუსურვო წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, შალვა თადუმაძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო, მან მაია ცქიტიშვილი შეცვალა, რომელიც პრემიერმა რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტად დანიშნა. 

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040