ირაკლი ღარიბაშვილი: PUMA-ს ვერტმფრენი სააკაშვილმა ტუალეტის გამო იყიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: PUMA-ს ვერტმფრენი სააკაშვილმა ტუალეტის გამო იყიდა

სააკაშვილმა PUMA-ს ტიპის ვერტმფრენი კომფორტულად მგზავრობის მიზნით იყიდა, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღესასწაულზე აჭარაში 200 კილო ტრადიციულ კერძს, კაიმაღს ამზადებენ. „სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, 3 კილო კაიმაღი ჭამა. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და ვერტმფრენის შუახევში დასმა მოუწიათ. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტიო და აქედან წამოვიდა "პუმა," ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა ყაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080