ილია ბეგიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა

ილია ბეგიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა.

2014 წლიდან ბეგიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველ მოადგილედ 2 აპრილს ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პოსტსაც ითავსებს. ქარსელაძე მანამდე თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212