ცისკარიშვილი: ეს იყო წინასწარ მომზადებული სცენარი, რომ დეპუტატები კობახიძეს თავს დასხმოდნენ

ცისკარიშვილი: ეს იყო წინასწარ მომზადებული სცენარი, რომ დეპუტატები კობახიძეს თავს დასხმოდნენ

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

ამის შესახებ პოლიტოლოგმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე „აიპრესთან“ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეს იყო წინასწარ მომზადებული სცენარი, რათა პარლამენტის თავმჯდომარეს თავს დასხმოდნენ, ის ჯერ გედევან ფოფხაძემ დაიწყო და შემდეგ სხვა დეპუტატებიც აყვნენ. ამბობს, რომ არ ისაა გამორიცხული, რომ სცენარი ქვეყნის გარეთ დაიგეგმა, თუმცა ამბობს, რომ თუ ეს ასეა, მაშინ სჯობია პარლამენტმა ქუდი დაიხუროს და ჩრდილოეთისკენ გაემგზავროს.

საპარლამენტო უმრავლესობაში სულ უფრო მწვავდება დაძაბულობა დეპუტატებს შორის. დავით ჭიჭინაძემ და ნუკრი ქანთარიამ ისაუბრეს დემარშზე და პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტარულ ტონალობაზე, საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ ზოგიერთი დეპუტატის არაკორექტულ განცხადებებზე გააკეთა კომენტარი... სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა?

არ გამიკვირდება თუ ზაფხულის დასრულებისას საქართველოს პრეზიდენტმა მოისურვოს პარლამენტის არსებული შემადგენლობის განიავება და მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები. ამის უნარიც გააჩნია და შესაძლებლობაც.

რატომღაც ყველას საკუთარი თავი აწუხებს, რაიმე რეალური განცდა, საკუთარი ქვეყნის პერსპექტივის გასაუმჯობესებლად სამწუხაროდ არ ჩანს. ორღობეში კინკლაობით მოცული დედაკაცები უფრო მალე მოახდენენ ხოლმე შერიგებას, ვიდრე ასეთი ხანგრძლივი ბოღმის ამოფრქვევის შემდეგ შეიძლება დაწყნარდეს ურთიერთ მიუღებლობის ტალღები. სირცხვილია, როდესაც თავს ესხმიან პარლამენტის თავმჯდომარეს ადამიანები, რომელიც საჯაროდ წარმოგვიდგენდნენ  როგორც ყველაზე ნიჭიერი. თუკი ეს არის თაობებს შორის დაპირისპირება, ეს არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს პარლამენტში. ახლა სიმშვიდეა ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანატრელი რეალობა.

დიდი ალბათობით ეს იყო წინასწარ დაგებული ხაფანგი. ბორჯომელი მაჟორიტარი იყო შემსრულებელი უკვე დაგეგმილი სცენარის. ახლა უფრო სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული სცენარი, რომ როგორმე თავს დასხმოდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს.

ვის მიერ დაგეგმილი სცენარი?

არა, ეს რომ რომელიმე ერთი პირის დაგეგმილი სცენარი ყოფილიყო, რასაკვირველია ასეთ დავიდარაბას არ გადაეყრებოდნენ. ეს მოხდებოდა კულისებში და შემდგომ ამაზე რაიმე სახის გაუგებრობა არც იქნებოდა. ახლა გაახსენდათ, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ ყოფილი აქტივისტები უმრავლესობაში შემოპარულან. მაგრამ, რატომ ახლა და არა თავიდანვე. ალბათ იმიტომ, რომ ახალმა ტალღამ ჩვენი პარლამენტისა პრაქტიკულად მიჭირხვნა ის რაოდენობა უმრავლესობისა, რომელსაც ძალიან აწუხებს ცვლილება საკუთარ საპარლამენტო სივრცეში. დაპირისპირება არის პიროვნული, ერთმანეთის მიუღებლობის მიმართ.

ანუ იმას ამბობთ, რომ ე. წ. ძველმა პარლამენტარებმა დაგეგმეს ეს დაპირისპირება, რომლის განხორცილებაც ჯერ გედევან ფოფხაძემ დაიწყო და მერე სხვებიც აყვნენ?

რასაკვირველია იატაკქვეშეთში მიუღებლობა პარლამენტის თავმჯდომარისა არ იყო თვალსაჩინო დიდი ხნის განმავლობაში. როგორც კი საკუთარი აზრი გამოთქვა ამ ადამიანმა [პარლამენტის თავმჯდომარემ], მაშინ თავს დაესხნენ. მიაჩნიათ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მთავრობის თავმჯდომარეს [პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს].

ამბობთ, რომ წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო "ქართული ოცნების" შიგნით თუ იმასაც განიხილავთ, რომ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი სცენარი ყოფილიყო?

ამის უარყოფა ძნელია, თუმცა თუ ამდენი წარმომადგენელი ჰყავს, გარე ძალას ჩვენს პარლამენტში, მაშინ სჯობს პარლამენტმა ქუდი დაიხუროს და ჩრდილოეთისკენ გემგზავროს. ჩემთვის ყველაზე უხერხულობას წარმოადგენს ბატონი კადრებთუხუცესის დუმილი, ვიდრე აღვირახსნილი პარლამენტარების ყბედობა.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040