ისრაელელი ბიზნესმენი: კახა კალაძის ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს

ისრაელელი ბიზნესმენი: კახა კალაძის ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს

ისრაელის დედაქალაქში თბილისის მერის კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ისრაელელმა ბიზნესმენმა მენი ბენიშმა თბილისისა და იერუსალიმის მერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მისი, როგორც მერის წარმატების საფუძველი ის ბიზნესგამოცდილება იყო, რომელიც მერის პოსტზე კარგად გამოიყენა.

მენი ბენიშის განცხადებით, ბიზნესკომპანიებსა და ქალაქის მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისში ბიზნესფორუმის გამართვის იდეა, ნირ ბარკატის თბილისში ჩამოსვლა და ქალაქ იერუსალიმთან თანამშრომლობა შესანიშნავია. ისრაელის მოქალაქეები და მე, რომლებიც საქართველოსა და თბილისის პოტენციალს ვიცნობთ, ვცდილობთ, სხვადასხვა მიმართულების განვითარებას დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება და ა.შ. ვფიქრობ, ეს საქართველოსადმი ისრაელის ინტერესს უფრო მეტად გაზრდის. კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მენი ბენიშმა.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი კახა კალაძე იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა.

ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ გაავრცელა. 
 

დავით ზალკალიანმა ევროკომისიის  წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

6 წუთის წინ

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040