ემანუელ მაკრონი: სირიის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ

ემანუელ მაკრონი: სირიის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, სირიაში სამხედრო რეაგირების შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში აშშ-სა და ბრიტანეთის ხელისუფლებებთან კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ ტექნიკური და სტრატეგიული ინფორმაციის გაცვლას ჩვენ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ", - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, სირიის მთავრობის მოკავშირეებზე თავდასხმები არ განხორციელდება, მაგრამ ის მიზნად ისახავს სირიის ქიმიური ობიექტების განადგურებას.
სამშაბათს, 10 აპრილს, უშიშროების საბჭო ორ რეზოლუციას განიხილავს, რუსულს და ამერიკულს, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამოძიებას გულისხმობს. 

ტრამპს, მაკრონსა და მეის შორის სატელეფონო საუბარი 10 აპრილს შედგა. ბრიტანეთის პრემიერის ოფისში განმარტავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ლიდერებმა სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასა და საპასუხო რეაგირებაზე იმსჯელეს. მოსკოვის ოფიციალური პოზიციით, სირიაში ქიმიური თავდასხმის ფაქტი არ დადასტურდა. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

10 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237