ცქიტიშვილი: დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებას ნიშნავს

ცქიტიშვილი: დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებას ნიშნავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას 13 საფინანსო ინსტიტუტის, მათ შორის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა შესრულებულ სამუშაოებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. 

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ პროექტს ახორციელებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სახელით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

11 წუთის წინ

ქალაქის სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების გზები ადგილზე განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040