ფოთის მერია სამ ხელმძღვანელიან ახალ სამსახურზე განმარტებას აკეთებს

ფოთის მერია სამ ხელმძღვანელიან ახალ სამსახურზე განმარტებას აკეთებს

  • iRegions.Ge
  • 11 აპრილი, 2018
  • 08:27
  • ადმინისტრატორი

ფოთის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ახალი სამსახურის ირგვლივ, ატეხილ აჟიოტაჟს, მერიის პრეს-ცენტრი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, სამსახურის საშტატო ნუსხამ, რომელიც სამი ხელმძღვანელი პირისგან ( სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე) და ერთი მთავარი სპეციალისტისგან შედგება,ოპოზიციის უარყოფითი შეფასება გამოიწვია, მათ შექმნილი სიტუაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათს შეადარეს, სადაც მხოლოდ ერთი მუშაობს და დანარჩენები ზემოდან აკვირდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსახური ფორმირების პროცესშია და პირველ ეტაპზე მხოლოდ ხელმძღვანელი პირები შეირჩა.

„ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის შექმნის მიზანი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების მონიტორინგი, დივიდენდების პროგნოზირება, რეკომენდაციების შემუშავება სესხის აღება-გაცემაზე, შემოსავლების ბაზის შექმნა, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ყველა სხვა ღონისძიებები, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას შეეხება. მათ შორის უმნიშვნელოვანესი ტურისტული განვითარების და პოტენციალის გამოყენების წინადადებების შემუშავება. სამსახურის წარმომადგენელს, თემატიკიდან გამომდინარე, სისტემატურად უწევს ტრენინგებზე, შეხვედრებზე, ფორუმებზე მონაწილეობა, რამაც განაპირობა მოადგილის შტატის დამატება. გარდა ამისა, სამსახური ფორმირების პროცესშია და პირველ ეტაპზე მხოლოდ ხელმძღვანელი პირები შეირჩა.

ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახური კოორდინირებას გაუწევს ტურიზმის ა(ა)იპის, რომლის ამოცანებია: ტურისტების მოზიდვაზე მიმართული პროექტების განხორციელება, ტურისტული მარშრუტების შემუშავება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და სპეციფიკურად ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“.

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

4 საათის წინ

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექი ანიაღვრე არხებმა გაატარა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080