ინაშვილი: ბოკერიამ ომბუდსმენად მეგის ქარდავა რომ წარადგინოს, მდინარაძე რას გვეტყვის, კვოტირების სისტემა ასეთი გვაქვს და უნდა ავირჩიოთ?!

ინაშვილი: ბოკერიამ ომბუდსმენად მეგის ქარდავა რომ წარადგინოს, მდინარაძე რას გვეტყვის, კვოტირების სისტემა ასეთი გვაქვს და უნდა ავირჩიოთ?!

"პარლამენტს უნდა ჰქონდეს კვოტირების ისეთი სისტემა, იმგვარი რეგლამენტი, რომ მყარად გამორიცხავდეს საზოგადოების, ხალხისთვის მიუღებელი კანდიდატურების არჩევა- დანიშვნას ამა თუ იმ პოსტზე. კაკაბაძის შემთხვევაში, ლომჯარიას შემთხვევაში გამოვიდა, რომ კვოტირების სისტემას, რეალურად კი, კობახიძე- მდინარაძეების გაუგებარ ლოგიკას შეეწირა სახალხო დამცველის პოსტი და ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის თანამდებობა. ეს რეგლამენტი, ეს სისტემა არ იცვლება იმიტომ, რომ საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაციის საუკეთესო საშუალებაა და საპარლამენტო თამაშების, გარიგებების საუკეთესო საშუალებაა", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გულისხმობ, კობახიძე-მდინარაძეების ჯგუფის გარიგებას ბოკერიასთან, რომლის ფრაქციის კანდიდატურა იყო კაკაბაძე. სამწუხაროდ, ჩვენს ფრაქციას არ ჰქონდა ეს კვოტა,- წარგვედგინა კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. იმაზე არავინ საუბრობს, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მანკიერი სისტემა და გახდეს ის სამართლიანი და თავისუფალი, ყველა საპარლამენტო ფრაქციისთვის ხელმისაწვდომი... იმაში გვარწმუნებენ, რომ თუ ოპოზიცია ნეგატიურ კადრს წარადგენს, ეს მმართველი გუნდისთვის კარგია. სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის რა არის კარგი, ეს არავის აინტერესებს. მეგის ქარდავა რომ წარადგინოს ბოკერიამ სახალხო დამცველის პოსტზე, მდინარაძე რას გვეტყვის, კვოტირების სისტემა ასეთი გვაქვს და მეგის ქარდავა ან კოხტა კოდუა უნდა ავირჩიოთო, თუ როგორაა საქმე?!", - წერს ირმა ინაშვილი.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040