ჩემპიონთა ლიგა: სენსაცია "ოლიმპიკოზე" - "რომამ" "ბარსელონა" ნახევარფინალის გარეშე დატოვა

ჩემპიონთა ლიგა: სენსაცია "ოლიმპიკოზე" - "რომამ" "ბარსელონა" ნახევარფინალის გარეშე დატოვა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა, "რომასა" და "ბარსელონას" შორის, სენსაციით დასრულდა. 

კატალონიაში 4:1 წაგებული თამაშის შემდეგ, დი ფრანჩესკოს გუნდმა, საკუთარ მოედანზე ესპანურ გრანდს შანსი არ დაუტოვა, 3:0 დაამარცხა და მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ პირველ დაპირისპირებაშიც, რომაელებმა სამი ბურთი გაიტანეს, აქედან ორი - დე როსიმ და მანოლასმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ჯეკომ გახსნა, ხოლო დე როსიმ და მანოლასმა პირველი თამაშის შეცდომები გამოასწორეს და უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანეს. შესაბამისად, "რომა" ნახევარფინალში ითამაშებს.

რაც შეეხება მეორე დაპირისპრიებას "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" შორის, იურგენ კლოპის შეგირდებმა, პირველი თამაშის მსგავსად, მეორეც მოიგეს, ამჯერად 1:2 და ნახევარფინალის საგზური გაიფორმეს.

დარჩენილი ორი შეხვედრა, "ბაიერნი" - "სევილიას" და "რეალი"-"იუვენტუსს" შორის ხვალ შედგება.

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

7 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072