"ვისოლმა" "სოლიდარობის ფონდთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

"ვისოლმა" "სოლიდარობის ფონდთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

"ვისოლმა" "სოლიდარობის ფონდთან" ერთად  ლეიკემიით დაავადებულ  ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. "სოლიდარობის ფონდის" ინიციატივას პალიტრა L"-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის  ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ  განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

მკურნალობის ქვეშ მყოფ 30-მდე ბავშვებისათვის  ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ "კოდალა". სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს "სმარტის" ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა.

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  ფონდმა  დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი  ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

20 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072