ქანთარია: ნინია კაკაბაძისნაირ ანგაჟირებულ პერსონას, ბორდში ადგილი არ უნდა ჰქოდეს

ქანთარია: ნინია კაკაბაძისნაირ ანგაჟირებულ პერსონას, ბორდში ადგილი არ უნდა ჰქოდეს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "ვახო სანაიას დღის ამბებში" განაცხადა. 

"არ მივცემდი ხმას და არც წინა მოწვევაზე არ მიმიცია და ვარჩიე, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავუწიოთ შეღავათი ჩვენს ამომრჩეველს და ასევე, ჩვენი სულსკვეთება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ასეცაა. ასეთ ანგაჟირებულ პერსონას, მე ვფიქრობ, ბორდში ადგილი არ უნდა ჰქოდეს, ამიტომ მე ვფიქრობ კეთილი უნდა ინებოს უმცირესობამ და მეორე კანდიდატი უნდა დააყენოს, მაგრამ არც მათ ეხატებათ და სახლში კი არ უკიდიათ კაკაბაძის სურათი მცირესობას, მათ სწორედ განგებ დააყენეს ეს კანდიდატურა კიდევ, რომ კი ბატონო, ნუ მისცემთ ხმას. მათ უნდოდათ, რომ არ მიგვეცა და მერე ატეხილიყო დეპეშები: აი, ერთპარტიული ბორდია და ა.შ. თუ მივცემდით ხმას, რაც უკვე მოხდა, მაშინ იტყოდენ, რომ აი, გაითვალისწინეს. ფაქტობრივად, ჭკვიანური-სტრატეგიული ხერხი იყო მათი მხრიდან", - განაცხადა ქანთარიამ. 

55 მომხრე,12 წინააღმდეგი - პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთ წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინია კაკაბაძე აირჩია.

მომხრეებს შორის იყვნენ როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის დეპუტატები.

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

12 წუთის წინ

მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052