სფფ კალაძის ინიციატივას პასუხობს: მატჩი, ინციდენტის მონაწილეებს შორის, 14 აპრილს ჩატარდება

სფფ კალაძის ინიციატივას პასუხობს: მატჩი, ინციდენტის მონაწილეებს შორის, 14 აპრილს ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს შორის ამხანაგური მატჩის ორგანიზება გაეწია, სპეციალური განცხადებით პასუხობს.

"თამაში ყველასთვის - Equal Game“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. 

საფრანგეთმა ბასტილიის აღების დღის ზეიმი რუსეთში "ლუჟნიკების" აღებით დაასრულა (ვიდეო)

საფრანგეთმა ბასტილიის აღების დღის ზეიმი რუსეთში "ლუჟნიკების" აღებით დაასრულა (ვიდეო)

5 საათის წინ

ტრიმფალური თაღი და ეიფელის კოშკი "ლურჯების" ("ლურჯები" და "სამფეროვნები" ფრანგ ფეხბურთელთა მეტსახელებია - აიპრესი) საპატივცემულოდ განათდა. ეიფელის კოშკი სამფეროვანი დროშის ფერებით და ორი ვარსკვლავით, ნიშნად საფრანგეთის 1998 და 2018 წლების...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040