"სამტრედიამ" უჩა სოსიაშვილის წასვლა დაადასტურა

"სამტრედიამ" უჩა სოსიაშვილის წასვლა დაადასტურა

საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უჩა სოსიაშვილი გაათავისუფლა.

ბოლო ტურში, "ტორპედოსთან" გუნდი სოსიაშვილის თანაშემწემ გამოიყვანა. მას შემდეგ, რაც კლუბიდან გიორგი განუგრავა და უჩა ლობჟანიძე წავიდნენ, ხოლო მანამდე სოსიაშვილმა ლეგიონერ გისთან კონფლიქტი დაადასტურა, გავრცელდა ხმები, რომ სოსიაშვილი "სამტრედიადან" უკვე წასული იყო. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა მხოლოდ დღეს დაადასტურა.

"მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” დატოვა.

ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე ჩვენი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა და ასისტენტმა, თამაზ სამხარაძემ დატოვა.

გუნდში უჩა სოსიაშვილს ბადრი კვარაცხელია ჩაანაცვლებს, ასისტენტი კი ლევან ჯოხაძე იქნება.

ასევე შეიცვალა მეკარეების მთავარი მწვრთნელი, აღნიშნულ პოსტს არჩილ ღურწკაია დაიკავებს", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 5 ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგა 1-ში, "სამტრედიას" 3 ქულით ბოლო ადგილი უკავია. 

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

8 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072