ნუკრი ქანთარია: გედი ფოფხაძეს, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო

ნუკრი ქანთარია: გედი ფოფხაძეს, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, „ვახო სანაიას დღის ამბებში“, პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთ წევრად, საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის ნინია კაკაბაძის არჩევისა და ამის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის, უმრავლესობიდან შესაძლო წასვლაზე საუბრისას განაცხადა.  

"მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთმა, ვინც ნინია კაკაბაძეს ხმა მისცა, იმიტომ არ მიუციათ, რომ გულზე ეხატებათ ეს პერსონა. ჩათვალეს ტაქტიკურ, გარკვეულ სტრატეგიულ ნაბიჯად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ასეთივე სტრატეგიული შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგ სხვა პერსონები: გამოვიდეს მერაბიშვილი და ასევე თქვან, რომ ეს ჩვენი კვოტით არისო. წინა მოწვევაზე ჩვენ არ მიგვიცია ხმა და დარჩა ღია, ხომ?! გედი ფოფხაძემ, როგორც ადამიანმა, რაღაცა ემოცია გამოხატა, როგორც ჩანს, რაღაცა მოთმინების ფიალა მას აევსო და ის ალბათ, ამაზე თვითონ იტყვის გარკვეულწლად, მაგრამ მისი რეაქცია იყო ძალიან მყისიერი და ნაჩქარევი, ჩემი აზრით", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე განცხადება გასულ სასესიო კვირას პირველ არხთან გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040