კილაძე: ამ ნინია კაკაბაძეს თუ არ დავუჭერდით მხარს, სხვა კოლექტიური ნინია კაკაბაძე იქნებოდა

კილაძე: ამ ნინია კაკაბაძეს თუ არ დავუჭერდით მხარს, სხვა კოლექტიური ნინია კაკაბაძე იქნებოდა

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, თქმით  ნინია კაკაბაძე არ არის ეროვნული და არ იზიარებს ქართულ ღირებულებებს.

 

"ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არის კარგი, პირიქით, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ის არის კარგი....

მე მგონია, რომ ჩვენ ნინია კაკაბაძეს თუ არ დავუჭერდით მხარს, მოვიდოდა მის ადგილზე მაინც სხვა ნინია კაკაბაძე. კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება.ისინი მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ და რადგან ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მისთვის მხარი დაგვეჭირა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ მან კენჭისყრამდე პოზიცია დააფიქსირა, რომ ნინია კაკაბაძე იქნება არაობიექტური.

„არ მგონია, რომ ის არის ეროვნული და იზიარებს ქართულ ღირებულებებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040