"თბილისის პარკინგმა" დღეიდან "სიტი პარკი" ჩაანაცვლა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალურ ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად მობილიზებულია და მზად არის, პარკირების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სათანადოდ შეასრულოს.

"თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, თუმცა თქვენ უკვე ხედავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი სათანადოდ განახორციელოს. პირობას გაძლევთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს საუკეთესოდ მოემსახურებიან და დაამყარებენ წესრიგს. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს და კომპანია ტექნოლოგიურადაც შესაბამისად არის აღჭურვილი. მინდა მათ წარმატებები და, ზოგადად, პარკირების თვალსაზრისით ქალაქში წესრიგი ვუსურვო.

ჩვენ დაანონსებული გვაქვს, სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ქალაქის მასშტაბით, რაც პარკირების სისტემის მოწესრიგებას და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასაც გულისხმობს. მუშაობა უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ პრობლემას უახლოეს მომავლში მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მერიას აქვს კომპლექსური მიდგომები და მუშავდება კონკრეტული ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, ჯარიმების გამოწერის პროცესი უნდა იყოს არა კერძო სტრუქტურის, არამედ მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში.

„სამომავლო გეგმებს, თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე, ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ხედვას და კონცეფციას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს. რაც შეეხება ჯარიმების გამოწერას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში, რადგან ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, წამყვან ქალაქებში არსად არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს.

დაჯარიმების ნაწილი მერიის სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჯარიმები პირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული ბიზნესზე, როგორც იყო სითი პარკის შემთხვევაში”, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო ავრცელებს. 

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072