ფეხბურთის განვითარების ფონდმა შესაძლოა სტიმულირების დაფინანსების კომპონენტი შეცვალოს

ფეხბურთის განვითარების ფონდმა შესაძლოა სტიმულირების დაფინანსების კომპონენტი შეცვალოს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა შესაძლოა გუნდებისთვის სტიმულირების დაფინანსების კომპონენტი შეცვალოს. 

ამის შესახებ "აიპრესს" ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განუცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ის სტიმულირების კომპონენტში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს, რომელზეც უახლოეს ხანებში ფონდის გამგეობა და ხელმძღვანელობა საჯაროდ იმსჯელებს და შესაძლოა, მისი დაკორექტირება მოხდეს.

"ჩემი მხრიდან, ძნელია ნებისმიერი მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაზე ვისაუბრო. რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან ქართველებიც და ყველაზე მოწესრიგებულ იაპონიასა და კორეაში. მაგალითად, სამხრეთ კორეას პრეზიდენტი კორუფციულ სკანდალში გაეხვა. თავის დადება ქართულ მენეჯმენზე არ შემიძლია, პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. არაკეთილსინდისიერები ყველგან არიან, განსაკუთრებით იქ, სადაც მარტივი ფულია. ჩვენი ხელმძღვანელობის როლის იმაშია, რომ სადღაც რაღაც ხარვეზი შეიძლება იყოს და ისე აღმოვხფვრათ, რომ ამ ხალხს არ მივცეთ საშუალება, სპორტსმენების ხარჯზე ფული აკეთონ. ეს არის ჩვენი რეალური მოვალეობა და არა ის, რომ ამის ხელმძღვანელი ვარ და იმის, ეს ვილაპარაკოთ. როდესაც სახელმწიფო გენდობა შენ ამა თუ იმ თანამდებობაზე, უნდა ნახო, რა გამოწვევები გაქვს, ამაში დიდი როლი აქვთ ჟურნალისტებს. ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ საზოგადოებრივ აზრს. იმ ადამიანებს, რომლებიც ამაში ჩართულები არიან და ინფორმაციის გადამოწმება მოხდეს. ეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა. ამა თუ იმ ადამიანის, გულშემატკივრის მოსმენის კულტურა გაგვაჩნდეს. გადამოწმების შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე გუნდის მენეჯმენტში პრობლემებია, მივიღოთ შესაბამისი ზომები. თუ მოსაკვლევია, მივმართოთ შესაბამის უწყებებს. გიდასტურებთ, რომ სტიმულირების კომპონენტში გარკვეული ხარვეზებია. ზუსტად ამიტომ, მინდა შევიკრიბოთ, დროულად დავიწყოთ. ამიტომ გვინდა აპრილში გასვლა და თქვენი პოზიციების მოსმენა. თუ თქვენ და ფეხბურთში ჩართული საზოგადოება ხედავთ იმას, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, ვიმსჯელოთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ფეხბურთის განვითარების ფონდი სტიმულირების თანხას საფეხბურთო კლუბებს მას შემდეგ უნაზღაურებს, რაც კლუბები ფონდს აუდიტის დასკვნას და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების ანგარიშს წარუდგენენ. 

ფეხბურთის განვითარების ფონდის მუშაობაზე, დაგეგმილ პროექტებზე, სპორტის კანონის ახალ პროექტზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, შალვა გოგოლაძესთან ინტერვიუს "აიპრესი" ვრცლად მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

8 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072