კილაძე: ნინია კაკაბაძეს "ნაციონალებზე" მეტი არ დაუშავებია სამშობლოს და ეკლესიის წინაშე

კილაძე: ნინია კაკაბაძეს "ნაციონალებზე" მეტი არ დაუშავებია სამშობლოს და ეკლესიის წინაშე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, საზმაუს ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე გაატარებს არა ეროვნულ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერსებს. 

„მაგალითად, ვიცე- სპიკერია სერგი კაპანაძე, ვისთვისაც პარლამენტს ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ ის არის კარგი, არამედ ხმა მისცა იმიტომ, რომ ის იყო ოპოზიციის კვოტით, მოგვწონს თუ არა, სერგი კაპანაძე არის ვიცე-სპიკერი. 

ასევეა ჩემი მოადგილე, გიორგი ტუღუში, რომელიც ასევე ოპოზიციის კვოტით არის. მათ შორის გედი ფოფხაძემაც მისცა გიორგი ტუღუშს ხმა. 

მე მგონია, რომ ნინია კაკაბაძეს „ნაციონალებზე“ მეტი არ დაუშავებია სამშობლოს და ეკლესიის წინაშე. „ნაციონალებმა“ გაცილებით მეტი გააფუჭეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ ხმა მისცა მათ და დღეს არიან ოპოზიციაში და აქვთ თავიანთი კვოტა. 

ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არის კარგი, პირიქით, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ის არის კარგი....

მე მგონია, რომ ჩვენ ნინია კაკაბაძეს თუ არ დავუჭერდით მხარს, მოვიდოდა მის ადგილზე მაინც სხვა ნინია კაკაბაძე. კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება.ისინი მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ და რადგან ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მისთვის მხარი დაგვეჭირა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. 

მისი თქმით, ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით მისთვის ა=არავითარი წინასწარი შეთანხმება ცნობილი არ არის.

დეპუტატი ამბობს, რომ მან კენჭისყრამდე პოზიცია დააფიქსირა, რომ ნინია კაკაბაძე იქნება არაობიექტური.

„არ მგონია, რომ ის არის ეროვნული და იზიარებს ქართულ ღირებულებებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040