გაბუნია ნინია კაკაბაძეზე: არავითარი ზეწოლა არ ყოფილა არც სესიაზე და არც სესიამდე

გაბუნია ნინია კაკაბაძეზე: არავითარი ზეწოლა არ ყოფილა არც სესიაზე და არც სესიამდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საზმაუს ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით იმსჯელეს. თუმცა, დეპუტატი ირწმუნება, რომ კაკაბაძის კანდიდატურას მხარი უმრავლესობის წევრებმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, საკუთარი ნებით დაუჭირეს.

"ვერ დაგიდასტურებთ, რომ 15 წუთით ადრე, მითუმეტეს ვინმეს ზეგავლენით მოხდა მხარდაჭერა. დიახ, უმრავლესობის ფარგლებში გვქონდა მსჯელობა, სადაც ითქვა, აიწონ-დაიწონა არგუმენტები, გამოითქვა პოზიციები და დააფიქსირეს კიდეც ეს სესიაზე. თითოეულმა დეპუტატმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მრწამსის, შეხედულების მიხედვით მიიღო თავისუფალი გადაწყვეტილება.

უმრავლესობის სხდომაზე არც ერთ საკითხზე, რომელიც კენჭსაყრელია მომავალ სასესიო კვირაში, არ ხდება დავალება არც ერთი დეპუტატის მიმართ, რომ ის ამას გააკეთებს, იმას დაუჭერს მხარს თუ არა. რამდენიმე წუთით ადრე ეს საკითხი არ გადაწყვეტილა, არავითარი ძალადობა, ზეწოლა თუ მინიშნება არც სესიაზე და არც სესიამდე არ ყოფილა", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040