უმცროსი ბორჯღალოსნები აფრიკაში მოემზადებიან

უმცროსი ბორჯღალოსნები აფრიკაში მოემზადებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამხრეთ აფრიკაში მოემზადება, სადაც ამ ქვეყნის თანატოლ გუნდთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 

მანამდე გუნდმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 3-კვირიანი შეკრება გაიარა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო.

"პირველი ორი კვირა განსაკუთრებით მძიმე იყო. მესამე კვირაში ბურთით უფრო მეტი ვივარჯიშეთ და მთლიანობაში, სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის ნაყოფიერად მოვემზადეთ", - განაცხადა გუნდის თავკაცმა, ილია მაისურაძემ.

30-მა მოთამაშემ და სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკისკენ გეზი გუშინ აიღო, 3 დღეში კი (13 აპრილი) სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან პირველი თამაში ექნება. წინა შეკრებებთან შედარებით, შემადგენლობაში გარკვეული სიახლებია:

"გაფართოებულ შემადგენლობაში 18-წლამდელთა ნაკრების 8 წევრია და ოთხი (ლაშა ლომიძე, მიხეილ ალანია, დემურ თაფლაძე, ზურაბ ქავთარაძე) მათგანი სამხრეთ აფრიკაში მოდის, ხოლო დანარჩენებს თბილისში, მაისის შეკრებაზე დავაკვირდებით. პრეცედენტი იმისა, რომ 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 3 წლით უმცროსი ამდენი მორაგბე ყოფილიყო, აქამდე არასდროს ყოფილა. 18-წლამდე ნაკრებიდან ადრეც გვყავდა მოთამაშეები, თუმცა მხოლოდ 1-2. ოთხი მათგანი სამხრეთ აფრიკაში მიგვყავს, მათ აუცილებლად ექნებათ სათამაშო დრო, ვნახოთ როგორ შეძლებენ გუნდთან ინტეგრირებას და 2-3 წლით უფროსებთან საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას", - ამბობს მაისურაძე.

სამხრეთ აფრიკაში მიდიან ლეგიონერებიც - ბურჯი ლუკა აზარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა:

"დაგვემატა "მონპელიეს" მარჯვენა ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, რომელიც ჩვენთან პირველადაა. ის შარშან 18-წლამდელთა ნაკრებში იყო და აფრიკაში დავაკვირდებით. ბურჯებში დიდი კონკურენციაა. ყველანი კარგად ვითარდებიან, ლუკა ჯაფარიძემ კი ახალ ამპლუაშიც მოახერხა ადაპტირება და ახლა მარჯვენას გარდა მარცხენა ბურჯადაც შუძლია თამაში".

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს 13 და 20 აპრილს ეთამაშებიან. მთავარი მწვრთნელი იმდოვნებს, რომ ერთკვირიან შუალედში გუნდს პროგრესი ექნება და მეორე თამაშის ხარისხი პირველზე უკეთესი იქნება:

"ორი რთული შეხვედრა გველის ძლიერ მეტოქესთან, რომელიც მსოფლიო თასზე ითამაშებს. ბიჭები შეიძენენ უდიდეს გამოცდილებას ისეთ მეტოქესთან, რომელიც მაღალ ტემპში თამაშობს. ჩემი მიზანია, პირველიდან და მეორე თამაშამდე მოვუმატოთ და პროგრესი გვქონდეს. ისევე, როგორც საფრანგეთში, ბალანსს აქაც დავიცავთ და სათამაშო დრო ყველას ექნება".

შინ დაბრუნების შემდეგ ბიჭები დაისვენებენ და მაისში დასკვნით შეკრებაზე შევლენ, რომლის ფარგლებში 19 მაისს, თბილისში, ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან.

საგრაფოების ნაკრებს 25 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც ეთამაშება, რომელიც იმ მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებში გაისად ითამაშებენ.

რაც შეეხება უმცროს ბორჯღალოსნებს, ისინი 23 მაისს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 30 მაისს სამხრეთ აფრიკას (პერპინიანი, 20:30 საქართველოს დროით), 3 ივნისს საფრანგეთს (ბეზიე, 16 საათი) და 7 ივნისს ირლანდიას (ნარბონი, 20:30) ეთამაშებიან.

სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ:

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), თენგიზ პერანიძე (ლელო), თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ოთარ ძაგნიძე (აია), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები | ლოკომოტივი), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), ლაშა ლომიძე (აია), მიხეილ ალანია (ჯიქი), დემურ თაფლაძე (ლელო), ზურაბ ქავთარაძე (ხარები).

ფოტო: რაგბის კავშირი
 

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

4 საათის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212