კახა კალაძე: დღეიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ

კახა კალაძე: დღეიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„დღეიდან, ჩვენ, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. ეს არის დაახლოებით 2 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები,  რომელიც ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი. სარეაბილიტაციო პროცესი სექტემბრამდე გაგრძელდება და ამავე პერიოდამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც, რათა ტრანსპორტმა იმოძრაოს ჩვეული ტემპით, არ შეფერხდეს არც მოსახლეობა და არც სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

23 წუთის წინ

ემელიამ, როგორც თავად შემდეგ მოყვა, გაიფიქრა რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო, მაგრამ მისკენ თავის მიტრიალებისთანავე დარწმუნდა, რომ "ძალიან ინტიმური შეხება" უცნობი პირის მიერ მოხდა, სწვდა მას მაისურის საყელოში, მოქაჩა თავისკენ, მოატრიალა...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080