ნინია კაკაბაძემ პატრიარქის და შორენა ბეგაშვილის ფოტო დაამონტაჟა და"ფეიქ ნიუსი" გაავრცელა

ნინია კაკაბაძემ პატრიარქის და შორენა ბეგაშვილის ფოტო დაამონტაჟა და"ფეიქ ნიუსი" გაავრცელა

ამ ნიუსის თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ: "ნინია კაკაბაძე: მე და გოგი გვახარია პატრიარქს შევხვდით, ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა". ინფორმაციას ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან, ნინია კაკაბაძემ თავის სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნიუსს თან ჰქონდა დართული ფოტო, რომელზეც ასახული იყო პატრიარქთან შეხვედრაზე მყოფი ნინია კაკაბაძე და გოგი გვახარია.

პოსტის შინაარსი კი გახლდათ შემდეგი: "მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ გავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ.

მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა. 

ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია." - წერდა  ნინია კაკაბაძე.

აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ე. წ "ფეიქ ნიუსი" გაავრცელა და ასე"იხუმრა".

"აიპრესი" ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვცდილობდით ნინია კაკანაძესთან დაკავშირებას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

განმარტების სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პატრიარქის შეხვედრა რომელიმე პერსონასთან არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტს, რაშიც შეიძლებოდა ეჭვის შეტანა, რადგან ის არაერთხელ შეხვედრია სხვადასხვა აღმსარებლობის, პოლიტიკური ძალის, მედიის თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის მათ, რომელიც მას მწვავედ აკრიტიკებენ.

 აქვე, ფაქტის დასაფიქსირებლად, აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა  "სააღდგომო ხუმრობა" მართლმადიდებლებისთვის ყველაზე დიდ დღესასწაულზე (ის თავის ამ ფეიქ ნიუსში აღდგომის მნიშვნელობაზეც საუბრობს), გამოაქვეყნა.

ნეტი სიცხადისთვის გთავაზობთ დამონტაჟებული ფოტოს ორიგინალსაც.

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

4 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207