პატრიარქის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე ღვთისადმი მადლიერების დღე აღინიშნება

პატრიარქის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე ღვთისადმი მადლიერების დღე აღინიშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, "უფლისადმი მადლიერების დღე" 4 წლის წინ დაწესდა. 

"ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა.

უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება.

ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე"- ბრძანა  პატრიარქმა 2015 წლის 22 მარტს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. 

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

31 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151