ჩემპიონთა ლიგა: 1/4 ფინალს ინტრიგა აღარ შემორჩა

ჩემპიონთა ლიგა: 1/4 ფინალს ინტრიგა აღარ შემორჩა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების პირველ შეხვედრებში "ბარსელონამ" და "ლივერპულმა" დამაჯერებელი ანგარიშებით მოიგეს და "რეალისა" და "ბაიერნის" მსგავსად განმეორებით შეხვედრებს ინტრიგა აღარ დაუტოვეს. 

"კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" "რომას" უმასპინძლა და ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

საინტერესოა ის, რომ კატალონიელები დე როსის ავტოგოლით დაწინაურდნენ და უპირატესობა ორამდეც მანოლასის ავტოგოლით გაზარდეს.  მეორე ავტოგოლის შემდეგ იტალიური გუნდი სრულად ჩამოიშალა და 4 წუთში პიკესგან ესამე ბურთი მიიღო კარში.

ერთადერთი, პრესტიჟის გოლი, იტალიელთაგან 80-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იტალიელთა განადგურება ამით არ დასრულებულა. მატჩის მიწურულს სუარესმა შეხვედრას წერტილი დაუსვა - 4:1.

მეორე შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგის ინგლისურ დერბიში "ლივერპულმა" "ემფილდზე" "მანჩესტერ სიტი" მიიღო და 3:0 გაანადგურა. ამ დაპირისპირებაში პეპ გვარდიოლას შეგირებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ, იურგენ კლოპის გუნდმა კი დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების პირველ შეხვედრებში, გასვლაზე "რეალმა" "იუვენტუსი" 0:3 დაამარცხა, ხოლო "ბაიერნმა" - ესპანური "სევილია", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდებმა საქმე სანახევროდ დაასრულეს და განმეორებით თამაშებში, რომელიც 10 და 11 აპრილს გაიმართება, თუ სასწაული არ მოხდა, ნაახევარფინალის საგზურებს ოფიციალურად გაიფორმებენ. 

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

1 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237