ახალციხეში, ქმარს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

ახალციხეში, ქმარს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

"ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახში ძალადობისთვის .. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის  და  ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ..- 2017 წლის 13 დეკემბერს ადიგენის რაიონში, ყოფილ მეუღლეს ..- ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და  ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა  .. 2017 წლის 16 დეკემბერს  ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის“  და  „ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა  წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, არაერთგზის) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ .. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  1 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა"-ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის მოქალაქეების იძულებით ფულის გადახდევინებისთვის, ბათუმის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და კიდევ 1 პირი დააკავეს

თურქეთის მოქალაქეების იძულებით ფულის გადახდევინებისთვის, ბათუმის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და კიდევ 1 პირი დააკავეს

15 ივლისი, 2018

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ჯ.ც. და 1985 წელს...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040