ფოფხაძე: ჩემთვის მიუღებელია, პარტიარქის მაგინებელი ნინია კაკაბაძე საზმაუს ბორდის წევრი იყოს

ფოფხაძე: ჩემთვის მიუღებელია, პარტიარქის მაგინებელი ნინია კაკაბაძე საზმაუს ბორდის წევრი იყოს

"თუ" ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამაინებს შეუძლია დაუჭიროს მხარი, მე ასეთ შემთხვევაში, უმრავლესობას დავტოვებ ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.
 
"მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცდურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება და მე ამას გპირდებით, გაირკვევა 55 ხმიდან, იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში.
 
თუ ასე დასტურდება, შემიძლია, ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მარლთმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია.
 
მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა.
 
ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას",-განაცხადა ფოფხაძემ.
პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207