დევდარიანი: მქონია შემთხვევები რომ შემშლია ვინმესთან, თუმცა ამას ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს

დევდარიანი: მქონია შემთხვევები რომ შემშლია ვინმესთან, თუმცა ამას ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს

"სიდას" ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი აცხადებს, რომ მას ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში შესაძლოა, ვინმესთან შეშლია, ბოდიშიც მოუხდია, თუმცა ამას ძალადობასთან და შევიწროებასთან საერთო არაფერი აქვს.

"ფაქტობრივად. ყველაფერი რაც 40 წლის ასაკში შემიქმნია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, სამსახური, ისევე როგორც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი ოჯახის არსებობა არარსებობის საკითხი. ეს არის ოჯახზე მიყენებული დარტყმაც. ეს არის ჩემი შვილების უფლებებისთვის ბრძოლაც",- აღნიშნა დევდარიანმა.

მისივე თქმით, ის სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.

"ეს ქალები ნამდვილად არსებობენ თუ არა, ეს ისტორიები ნამდვილად არსებობს თუ არა არის ზუსტად ის, რისი დადგენაც გვინდა ჩვენ. ამ ქალების უკან დგას კონკრეტული ჯგუფები. ერთის მხრივ არსებობენ ქალები, რომლებიც არიან ზვიად დევდარიანზე გაბრაზებულები სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში მქონია შემთხვევები, რომ შემშლია ვინმესთან, ბოდიშიც მომიხდია და არ გამოვრიცხავ შეცდომები მომსვლოდა, თუმცა ამას საერთო არაფერი აქვს შევიწროებასთან და ძალადობასთან",- განაცხადა დევდარიანმა გადაცემა "აქტუალურ თემაში".

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040