ძლიერი ქარის გამო, ბათუმში ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

  • iRegions.Ge
  • 03 აპრილი, 2018
  • 06:46
  • ადმინისტრატორი

უამინდობამ ბათუმში "ენერგო პრო ჯორჯიას" პირველი ქვესადგურის შენობაში დროებით შესახლებული ორი ოჯაახი საცხოვრებელის გარეშე დატოვა. ძლიერმა ქარმა მესხის ქუჩაზე მდგარ ნაგებობას სახურავი გადახადა, წვიმამ კი საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა და საცხოვრებელი დატბორა. ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავს ახლობლებს აფარებენ. ისინი დახმარებას ბათუმის მერიისგან ითხოვენ. 

ორივე ოჯახი, როგორც თავად აცხადებენ, 2006 წელს შუახევიდან მიგრაციის შემდეგ ბათუმის მერიამ აღნიშნულ შენობაში დროებით დააბინავა. თუმცა მუნიციპალიტეტი დახმარებაზე ამჯერად უარს აცხადებს.

ჭაღალიძეების განმარტებით ამის მიზეზი ქალაქში რეგისტრაციის არქონაა. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერიისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა

16 საათის წინ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072