ჩერგოლეიშვილი მაღრაძეს: ზეთი არ გიყიდიათ, გაცილებით მეტი იყიდეთ, გიყურებდით კალათაში

ჩერგოლეიშვილი მაღრაძეს: ზეთი არ გიყიდიათ, გაცილებით მეტი იყიდეთ, გიყურებდით კალათაში

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, როდესაც ჩერგოლეიშვილმა მას დეპუტატების ქცევის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"ქალბატონ გუგულის ალბათ არ ენდომება ჩემთან საუბარი, მაგრამ მინდა, რომ კითხვა დაუსვა", - თქვა ჩერგოლეიშვილმა მაღრაძის მისამართით, როდესაც ის გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. 

"რომელი ხართ? ვერ გხედავთ" - იკითხა დეპუტატმა, რაზეც ჩერგოლეიშვილმა უპასუხა:

"თამარი ვარ ჩერგოლეიშვილი, არ ვიცი მიცნობთ თუ არა", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა, რაზეც გუგული მაღრაძემ ასეთი პასუხი გასცა: "როგორ არ გიცნობთ, "კარფურში" შევხვდეით ერთმანეთს", რაზეც ჩერგოლეიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: 

"კი ბატონო. ზეთი არ გიყიდიათ, გაცილებით მეტი იყიდეთ, გიყურებდით კალათაზე". 

მაღრაძის პასუხი კი ასეთი იყო: "ყველაფერს ისე ვყიდულობ, როგორც მოქალაქეები და თქვენც ბევრი რამე იყიდეთ", - უპასუხა გუგული მაღრაძემ.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

5 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080