ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულზე ჭერი ჩამოვარდა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულზე ჭერი ჩამოვარდა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულზე ჭერი ჩამოვარდა. ნემსიწვერიძეების მრავალშვილიან ოჯახში, ჭერი სააბაზანოში იმ დროს ჩამოვარდა როდესაც ადგილზე მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მცირეწლოვანის დედამ მოასწრო სააბაზანოდან ბავშვის გამოყვანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შენობაში მაცხოვრებლები აცხადებენ რომ ოთხ სართულიანი შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია ჭერი და კედლები. სოციალურ საცხოვრისში მაცხოვრებლები ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. ადგილზე მივიდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი. ჯონი არაბიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური კომისია, ქუთაისის მერია მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზას რადგან შემოწმდეს რამდენად უსაფრთხოა შენობა. 

ამ დროისთვის მერია ადგილობრივებს ალტერნატიულ ფართს ვერ სთავაზობს თუმცა არაბიძის თქმით, შენობის შემოწმების შემდეგ მოხდება სხვადასხვა სართულებზე, იმ ოჯახების გადანაწილება, რომელებიც ამ დროისთვის საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

1 საათის წინ

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.მუნიციპალური ავტობუსები და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207