საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2018 წლის პროექტები და პრიორიტეტები- ინტერვიუ გიორგი დონაძესთან

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2018 წლის პროექტები და პრიორიტეტები- ინტერვიუ გიორგი დონაძესთან

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი- ამ სახელით დაწესებულება 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრისშემოქმედებითი საქმიანობა მრავალმხრივია: ქართული ხალხური მუსიკა, საეკლესიოგალობა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 2014 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ახალი მენეჯმენტით მუშაობს. ამავე წლიდან დაიწყო უამრავი ახალი პროექტის განხორციელება.

"აიპრესთან“ ინტერვიუში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ მიმდინარე წლის პროექტებსა და ცენტრის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სალოტბარო სკოლებია. ამჟამად მთელ საქართველოში 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.

"ჩვენთვის, ახალი მენეჯმენტისთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კიდავიწყეთ გახსნა. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება" - განაცხადა გიორგი დონაძემ.

როგორც გიორგი დონაძე „აიპრესთან“ აცხადებს, ფოლკლორის ცენტრში ქართული ტრადიციული გალობის მიმართულება ახალია. სწორედ ამ მიმართულების გასაძლიერებლად გაციფრდა გალობის სანოტო ჩანაწერები.

"დღეისათვის დაახლოებით 30 000 გვერდია გაციფრებული, რასაც დიდი დრო და ფინანსები დასჭირდა. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია - თითოეულ ფურცელს ხელნაწერთა ინსტიტუტსა და ეროვნულ არქივში უმაღლესი ხარისხის აპარატურით იღებდნენ. რადგან მთლიან მასალას ერთბაშად ვერ გამოვცემდით, შევქმენით ვებ-გვერდი, რათა გაციფრებული მასალა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, როგორც ქართველებისათვის, ისე უცხოელთათვის. დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ ნახონ, როგორია ეს ხელნაწერი“ - განაცხადა გიორგი დონაძემ.

შემდეგი პროექტი, რომელიც წელს განხორციელდება ქართული ტრადიციული საგალობლების ანთოლოგიის გამოცემაა. ამჟამად გამოცემულია ორი ტომი. საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასთან" ერთად კიდევ რვა ტომი გამოიცემა.

"ქართული ტრადიციული საგალობლების ანთოლოგიის ათტომეულში ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ. გამოცემაზე მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან დაფოლკლორის ცენტრიდან. კოლოსალური სამუშაოა, ყოველი ტომი 700-800 გვერდიანია და თანაც უნიკალური“ - განაცხადა გიორგი დონაძემ.

ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ერთ-ერთ პრიორიტეტად ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს მიიჩნევს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

"ფოლკლორის ცენტრში ფესტივალების ჩატარების დიდი ტრადიციაა და სულ ტარდებოდა ფესტივალის, დათვალიერებისა თუ ოლიმპიადის სახით. ფესტივალი რეგიონებისათვის სტიმულის მიმცემია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფოლკლორის შენარჩუნება-პოპულარიზაციისათვის. ბოლო ფესტივალის ფარგლებში უნიკალური ნიმუშები ჩაიწერა და დაარქივდა.

ეროვნული ფესტივალი არ არის გასართობი, საკონცერტო სანახაობა, რომელსაც დავესწრებით და ტაშს დავუკრავთ. ის უფრი მომავალი თაობებისთვისაა გამიზნული, თანაც ყოველმა ფესტივალმა სიახლე უნდა აჩვენოს. დათვალიერება-ფესტივალის ფარგლებში საუკეთესოებს ვაჯილდოვებთ. საკმაოდ სოლიდური ფულადი პრემიები გავეცით, რაც დიდი სტიმული იყო გამარჯვებულთათვის. 2019 - 2020 წლების ფესტივალზე ისევ კოლოსალური მასალა მოიყრის თავს ფოლკოლრის ცენტრის არქივში" - განაცხადა გიორგი დონაძემ.

სწორედ ამ მენეჯმენტის დროს დაარსდა საქართველოში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ფესტივალი ხელმისაწვდომი და საინტერესოა მოსახლეობისთვის, ამიტომ მსმენელიც ყოველთვის ჰყავს.

"საერთაშორისო ფესტივალი ჩვენ დავაარსეთ. ორჯერ ჩავატარეთ - 2016 და 2017 წელს. ეს არაა ადვილი, ჩამოიყვანო ფოლკლორული ჯგუფები, თანაც ამდენი. საერთაშორისო ფესტივალს თავისი მაყურებელი ჰყავს საქართველოს მოსახლეობისა თუ ტურისტების სახით. თანაც ბილეთის ფასი დაბალია. ფესტივალის მონაწილე ფოლკლორული ჯგუფები ჰონორარს არ ითხოვენ. მათი მგზავრობა საელჩოებმა უზრუნველყვეს. ჩვენთვის ეს დიდი მხარდაჭერა იყო. მომავალი ფესტივალი 2019 წელს გაიმართება“ - განაცხადა გიორგი დონაძემ.

ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრია. როგორც გიორგი დონაძე აცხადებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა დასავლეთ საქართველოში გამოაცოცხლებს გურიას.

"ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა, 1 300 კვადრატული მეტრია: თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა, ადმინისტრაცია. ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრია. დასავლეთი საქართველო უნდა გამოცოცხლდეს. გამოფენებმა და კონცერტებმა თბილისიდან იქ უნდა გადაინაცვლოს. ახლა ოზურგეთში თეატრი რემონტდება, ოზურგეთს ეს ძალიან წაადგება“ - განაცხადა გიორგი დონაძემ.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს თბილისში მალე საკუთარი საკონცერტო დარბაზი ექნება, ხმის ჩამწერი სტუდიით, დარბაზის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.

"უნიკალური სცენაა, ვახტანგ ჭაბუკიანის ინიციატივით შექმნილი - ოპერის სცენის ასლი. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ძალიან ლამაზი დარბაზი ექნება - ხმის იზოლაციისა და ჩამწერი სტუდიის თანამედროვე აღჭურვილობით. რემონტი წლის ბოლომდე დასრულდება.

2018 წელს ჩატარდება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის ყოველწლიური საღამო. ამაზე ქალბატონი ეთერ თათარაიძე მუშაობს. საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასთან“ ერთად ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები დაიბეჭდა. ქალბატონი ეთერი ცდილობს ყოველწლიურად განსხვავებული საღამო ჩაატაროს, რაც ადვილი არაა“ - განაცხადა გიორგი დონაძემ. 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტმა მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის ოთხდარგში სამეტაპიანი კომპლექსური ექსპედიცია ჩაატარა. აპრილის ბოლოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ექსპედიციის შედეგები გამოიცემა - წიგნის და აუდიო და ვიდეო ალბომის სახით.

"ასევე აპრილის ბოლოსთვის გამოიცემა დავით ჯავრიშვილის ქართული ხალხური ცეკვის მეორე ტომი. ქართული ხალხური ცეკვის მესამე ტომზე მუშაობა გრძელდება. ძნელი სამუშაოა. დაახლოებით, წელიწადნახევარი მაინც სჭირდება გამოცემის მომზადებას" - განაცხადა გიორგი დონაძემ.

გიორგი დონაძე: ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია, მასზე ზრუნვა კი მუდმივი პროცესი

გიორგი დონაძე: ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია, მასზე ზრუნვა კი მუდმივი პროცესი

18 საათის წინ

ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომელიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად, მთელ საქართველოში 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 800-მდე...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072