ილია მეორე: სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ

ილია მეორე: სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

"ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, და წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი, და მთელი ქალაქი ადიდებდა უფალს და ხვდებოდნენ, როგორც მეფეს.

ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა, იგი ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც ერთ დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა, ჯვარს აცვი იგიო. არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, რადგან ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს, " - ბრძანა ილია მეორემ. 

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

1 საათის წინ

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.მუნიციპალური ავტობუსები და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207