თბილისის მერიის დაფინანსებით ჟესტური ენის სწავლების პროექტი მიმდინარეობს

თბილისის მერიის დაფინანსებით ჟესტური ენის სწავლების პროექტი მიმდინარეობს

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი საქართველოს ყრუთა კავშირის „ჟესტური ენის სწავლების პროექტის“ მიმდინარეობას გაეცნო. თბილისის მერია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჟესტური ენის სწავლების პროექტს ყოველწლიურად 23 000 ლარით აფინანსებს.

„ბოლო პერიოდში ჟესტური ენის სპეციალისტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირი წელიწადში 18 სურდო თარჯიმანს ამზადებს. უპირატესობა ენიჭებათ პირებს, რომელთაც ყავთ ყრუ ან სმენადაქვეითებული ნათესავი ან მეგობარი, ასევე, ექიმებს, ფსიქოლოგებს, გიდებს, სტუდენტებს და სოციალურ მუშაკებს. ერთი მსურველი წელიწადში მომზადების სამ დონეს გადის და საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკატს იღებს.

ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054