ბიძინა გეგიძე გენგეგმაზე: აუცილებელია მოხდეს გონივრული ვადის განსაზღვრა

ბიძინა გეგიძე გენგეგმაზე: აუცილებელია მოხდეს გონივრული ვადის განსაზღვრა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, 27 მარტს გამართულ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვას დაესწრო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად საფუძველს, რომელზეც უნდა მოხდეს შემდგომი რეგულაციებისა და ნორმების აგება. აღნიშნული დოკუმენტის მიღება უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და ქალაქში მაცხოვრებელი თითოეული თბილისელისათვის.

 „გენერალური გეგმის მიღების პროცესი დიდი ხანია გრძელდება და საზოგადოება ელოდება შედეგებს. აუცილებელია, მოხდეს გონივრული ვადის განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რამდენადაც, დღესდღეობით ვიმყოფებით ცაიტნოტის რეჟიმში",- აღნიშნა ბიძინა გეგიძემ. 

ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მოახდენს გადაწყვეტილების მიღების დროის ოპტიმიზაციას გამართული დოკუმენტის მიღების მიზნით და თავიდან იქნება აცილებული მორიგი მოლოდინის რეჟიმი. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ მოცემულობაში, კერძოდ დებატების ფორმატში დარჩენა და მხოლოდ კერძო პოლიტიკური დივიდენდების მიღებისათვის ყველა სიტუაციის გამოყენება არ იქნება შედეგის მომტანი.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

42 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237