პატრიარქი ვლადიმერ პუტინს: შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი

პატრიარქი ვლადიმერ პუტინს: შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"მის აღმატებულებას,

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ბატონ ვლადიმერ პუტინს.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში.

პატივისცემით

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ", - ნათქვამია გავრცელებულ წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ცნობისთვის, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-ში მომხდარ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ხანძარი ორშაბათს გამთენიისას დაიწყო და დილისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია ხანძრის კერები. დამწვარია 1,5 ათასი კვ. მ. ხანძრის შედეგად ჩამოშლილია ცენტრის ზედა სართულების კონსტრუქცია, კერძოდ, მეოთხე სართულზე არსებული კინოდარბაზი მესამე სართულზეა ჩამოშლილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040