ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, მხოლოდ ლოცვა გვმართებს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, მხოლოდ ლოცვა გვმართებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილი გაიგზავნა. 

მის უწმიდესობას,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს.

თქვენო უწმიდესობავ,

26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს.

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა.

ძმური სიყვარულით,

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ", - ნათქვამია გავრცელებულ წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ცნობისთვის, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-ში მომხდარ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ხანძარი ორშაბათს გამთენიისას დაიწყო და დილისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია ხანძრის კერები. დამწვარია 1,5 ათასი კვ. მ. ხანძრის შედეგად ჩამოშლილია ცენტრის ზედა სართულების კონსტრუქცია, კერძოდ, მეოთხე სართულზე არსებული კინოდარბაზი მესამე სართულზეა ჩამოშლილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კობახიძე: მნიშვნელოვანია,რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში

კობახიძე: მნიშვნელოვანია,რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში

11 წუთის წინ

ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. “ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში და დიდი სიხარული ვუერთდებით და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207