ბათუმს თანამედროვე სტანდარტების ნეონატალური რეანომობილი გადაეცა

ბათუმს თანამედროვე სტანდარტების ნეონატალური რეანომობილი გადაეცა

  • iRegions.Ge
  • 28 მარტი, 2018
  • 14:08
  • ადმინისტრატორი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ნეონატალური რეანომობილი გადასცა. ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მინდია კახიძე ესწრებოდნენ.

რეანომობილი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულად არის აღჭურვილი. სპეცმანქანის საშუალებით, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში სტუმრად მყოფმა მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მორიგე ექიმებსა და მედ-პერსონალს ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის.

გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ქვეყნის მასშტაბით 10 ახალი რეანომობილი გადასცა.

განახლდება სასწრაფო სამედიცინო ცენტრების ავტოპარკები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც. 29 მარტს მაღალი გამავლობის 6 სპეცმანქანა გადაეცემა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს.

ჭიათურაში გამართულ ვეტერან მორაგბეთა მატჩზე  დავით სერგეენკომ ითამაშა

ჭიათურაში გამართულ ვეტერან მორაგბეთა მატჩზე დავით სერგეენკომ ითამაშა

4 საათის წინ

ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ვეტერან მორაგბეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გუნდები „ჭიათურა“ და -"სამედიცინო" დაუპირისპირდნენ . შეხვედრა, რომელიც 30 წლის წინ გამართულ საქართველოს სარაგბო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080