პრემიერი ტატუნაშვილზე: ეს იყო მკვლელობა, რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს

პრემიერი ტატუნაშვილზე: ეს იყო მკვლელობა, რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო დამნაშავეების დასჯის მიზნით, საერთაშორისო მასშტაბით ნაბიჯებს გადადგამს. 

პრემიერი აქვე ამბობს, რომ რუსეთი მოხმდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს. 

„რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად. ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავი თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტიურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და რა თქმა უნდა ის, რაც მოხდა, არის მკვლელობა, არის ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები.

ასე, რომ ჩემო მეგობრებო ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს, რა თქმა უნდა არჩილის ოჯახს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს და რა თქმა უნდა ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ გააგრძელოს თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ შერიგების, ქართულ-ოსური ქართულ-აფხაზური შერიგების პროცესი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენი თაობის ვალია, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მოკლე დროში”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილი.

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

16 წუთის წინ

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. "იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172