კომპლექს "ლოპოტა რეზორტში" ერთი დღით  დასვენება 195 დოლარი ღირს

კომპლექს "ლოპოტა რეზორტში" ერთი დღით დასვენება 195 დოლარი ღირს

კომპლექსი „ლოპოტა რეზორტი“   ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. დედაქალაქიდან 100 კილომეტრის, ქალაქ თელავიდან კი 26 კილომეტრის დაშორებაზე არსებული დასასვენებელი კომპლექსის ულამაზესი ტბის, არაჩვეულებრივი ბუნების და ევროპული სტანდარტის კომფორტის შეგრძნება 195 დოლარად შეგიძლიათ. სწორედ ესაა ერთი ღამის ფასი ლოპოტაზე, რომელშიც სამჯერადი კვებაც შედის. 

„ლოპოტა რეზორტის“  მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ექსეულიძე „აიპრესს“ კომპლექსში განხორციელებულ სიახლეებზე ესაუბრება:

"ახლახან დავამატეთ 30-მდე სასტუმროს ნომერი. სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ ყველაზე დიდი საცურაო აუზით, რეკრეაციული ზონით, რომელიც მილიონამდე კვადრატულ მეტრს შეადგენს. არის 3 რესტორანი, 4 საკონფერენციო დარბაზი, ჩოგბურთი, მინიგოლფი, რუსული აბანო, ველოსიპედებით, ცხენებით გასეირნების სერვისი, წყლის ველოსიპედი. საბავშვო ცენტრი დავამატეთ სულ რაღაც 10 დღეა. გვყავს კვალიფიციური ანიმატორები.  გვაქვს გიდის მომსახურება, ძალიან საინტერესო გასვლითი ტურები, ესაა კულტურული, ექსტრემალური, თუ ღვინის. ჩვენ თვითონ გვაქვს ეკობილიკები და ძალიან საინტერესო მარშრუტები“, - გვიყვება მარიამ ექსეულიძე.

როგორც კომპლექსის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, სასტუმრო დახურული ტერიტორიაა და მხოლოდ იმ სტუმრებს აქვთ მათი სერვისებით სარგებლობის უფლება, რომლებიც ცხოვრობენ და ისვენებენ სასტუმროში. დაცულია ტერიტორია და არავინ არ ხვდება სატუმროში დამსვენებლის გარდა.

მარიამ ექსეულიძის თქმით, კომპლექსს ქართველებთან ერთად უცხოელებიც სტუმრობენ.

"ამ ბოლო დროს მოიმატა უცხოელთა რიცხვმა. ძირითადად გვსტუმრობენ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. 195 დოლარი ღირს სტანდარტული ნომერი სამჯერადი კვებით, 165 დოლარი ღირს მხოლოდ საუზმით, 2 კაციანი ნომერი“, - აღნიშნა მარკეტინგის მენეჯერმა.

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

13 წუთის წინ

ემელიამ, როგორც თავად შემდეგ მოყვა, გაიფიქრა რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო, მაგრამ მისკენ თავის მიტრიალებისთანავე დარწმუნდა, რომ "ძალიან ინტიმური შეხება" უცნობი პირის მიერ მოხდა, სწვდა მას მაისურის საყელოში, მოქაჩა თავისკენ, მოატრიალა...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080