გვარამიას თქმით, ვერ იკადრებს, თორემ შეუძლია ბიძინას ხმით პაროდისტს პატრიარქის გინება ჩააწერინოს

გვარამიას თქმით, ვერ იკადრებს, თორემ შეუძლია ბიძინას ხმით პაროდისტს პატრიარქის გინება ჩააწერინოს

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ის გვერდზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ვერ იკადრებს, თორემ შეუძლია ბიძინას ხმით პაროდისტს პატრიარქის გინება ჩააწერინოს და ჭორის სახით ხალხში გაავრცელოს. 

"ქართული ოცნების და მისი მხარდამჭერი ტელევიზიების და უყვითლესი გაზეთების 2012 წლის მოქმედების მოდელს რომ გავყვეთ, მე ოცნების გასაფარჩაკებლად მაგალითად ეგეთი რამე უნდა გავაკეთო: ბიძინას პაროდისტს კომედი შოუდან ბიძინას ხმით უნდა ჩავაწერინო მაგალითად პატრიარქის გინება და ჭორის სახით ჩავუშვა ხალხში. ერთ კვირაში ეს აუდიო ყველა ტელეფონში იქნება და აუცილებლად ყველა დაიჯერებს, რადგან ცნობილია, რომ ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა, დაანგრია ეკლესია და პატრიარქი სუსთან შეკრული კორუმპირებული სამღვდელოების ტყვეობაში მოაქცია.

ამას გარდა, ხეების მთრეველი კაცისგან არაფერი აღარ გაუკვირდებათ.
ესაა სრულიად რუსული მეთოდი, მარტო ეგენი კადრულობენ ამ ფარჩაკობას და ძალიან წარმატებულადაც უგებენ საინფორმაციო ომს წესიერ ევროპელებს და სწორ ამერიკელებს. ასე მოიგო ოცნებამ არჩევნები. ეს იკადრა ყველამ, უკლებლივ, ვინც ამ კოალიციაში იყო. ყველამ იცოდა, რომ ციხის კადრები სრული ფაბრიკაცია და ტყუილი იყო, გარდა კარანტინის დაშლისა. და ყველამ იცოდა, რომ ხალხი მოტყუვდებოდა და შეცდომას დაუშვებდა.

მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას ვერასდროს. ვერაფრით ვერ ვიკადრებ და ვერც რ2ს ვაკადრებ. ოღონდ, მართლა არ ვიცი, სწორია ეს თუ არა. ჩვენი პატიოსნება ქვეყნის დაღუპვის ფასი რომ ჯდება - ეს ძალიან მაწუხებს და ბევრს ვფიქრობ ამ დილემაზე. და ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია.

ვინც ამის თეორიულ შესაძლებლობას მაინც ამტკიცებს, ან თავს იტყუებს, ან ჩვენ გვატყუებს, ან ბიძინას დანიშნულია ამის სალაპარაკოდ. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ეს და ჯერჯერობით პირწმინდად აგებენ წესების გარეშე მოთამაშე კაგებესთან. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ? ვერანაირად. და ამასობაში ქვეყანა იღუპება სანდრა რულოვსის ორგანოებით ვაჭრობით შოკირებული ხალხის საარაკო სისულელით გაკეთებული არჩევანის გამო.

სინდისი თუ ქვეყანა? ძალიან მძიმე დილემაა, სინამდვილეში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიზამ, აი ვერანაირად. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი ქვეყნა, შვილები, მეგობრები და ყველაფერი, რაც ძვირფასია ჩემთვის. არ ვყოფილვარ კარგი კაცი (მართლა ასე ვფიქრობ), მაგრამ მაინც ვერ ვიზამ",-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

18 წუთის წინ

ემელიამ, როგორც თავად შემდეგ მოყვა, გაიფიქრა რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო, მაგრამ მისკენ თავის მიტრიალებისთანავე დარწმუნდა, რომ "ძალიან ინტიმური შეხება" უცნობი პირის მიერ მოხდა, სწვდა მას მაისურის საყელოში, მოქაჩა თავისკენ, მოატრიალა...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080